Monday, 29 October 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს და გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები. 
 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას , რომელიც სიახლე იყო ჩემთვის , ვფიქრობ,ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და განვახორციელებ ბევრ საინტერესო პროექტს, მადლობა ტრენერს საინტრესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის

Sunday, 28 October 2018

ტრენინგის მერვე დღე

  1. განვიხილეთ  მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
  2. ვიმუშავეთ padlet- ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე
  3. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები 
  4. ვისწავლეთ ბლოგზე  youtube - დან სასურველი ვიდეოების ჩაშენება 

Saturday, 27 October 2018

,,ნატვრის ხე ბრბოს ეპიზოდი

Made with Padlet

ტრენინგის მეშვიდე დღე

  1. სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები
  2. ვნახეთ პრეზენტაცია - "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს"
  3. განვიხილეთ მეექვსე მოდული - "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის" აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება                                            აქტივობა 2: თვითრეგულირების უნარების განვითარება მოსწავლეებში
  4. გავეცანით პორტალს - "ეფექტური  პროექტების შექმნა"
  5. "პროექტებით სწავლების" რესურსების სურსების განყოფილებაში გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის :დოკუმენტებს, ფორმებს, შაბლონებს, მათემატიკურ მაგალითებს
  6. სასწავლო პროექტის გეგმაში დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლების ქვეგანყოფილების შევსება

Monday, 22 October 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

  1. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  2. გავიხსენეთ როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივიდან ბლოგზე
  3. ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის სტრუქტურაზე
  4. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე
  5. შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის 
  6. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურების გაწერაზე
  7. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა
  8. დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება
    ქულები
    დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული.
    2
    დავალების პირობა ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული.
    1
    დავალება მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული.
    ნაწერი აღარ სწორდება

    IIკრიტერიუმი
    ნაშრომის აგება
    ქულები
    ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
    1
    ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და / ან იგი ორგანიზებული არ არის .
    0

    IIIკრიტერიუმი
    მსჯელობის დასაბუთება
    ქულები
    მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით.
    5
    მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის   გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით.
    4
    მსჯელობადასაბუთებულია, თუმცაცალკეულ შემთხვევებშიარგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია.
    3
    მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმნტები არადამაჯერებელია.
    2
    მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმნტების და /ან მაგალითების მოხმობისას დაშვებულია უზუსტობა ან ფაქტობრივი შეცდომა.
    1
    მსჯელობა დასაბუთებული არ არის.
    0

    I V კრიტერიუმი
    დამოუკიდებელი აზროვნბა და ზოგადი განათლება
    ქულები
    ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, დამოკიდებულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი განათლება.
    3
    ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი,თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა ზოგადი განათლება .ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და  შეფასებათა არაშაბლონურობა , თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა  ზოგადი განათლება.
    2
    ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა ზოგადი განათლება და /ან დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
    1
    ნაშრომში არ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ზოგადი განათლება.
    0

     V კრიტერიუმი
    ლექსიკა და სტილი
    ~ქულები
    ნაშრომში აზრი ენობრივად ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანების შესაფერისი სტილი,დაცულია ნაშრომის სტილისტური ერთგავროვნება. გვხვდება ორიოდე სტილისტური ხარვეზი.
    3
    ნაშრომში აზრი ენობრივად ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული,მაგრამ გვხვდება სტილისტური ხარვეზები.
    2
    ნასრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა და სტილისტური ხარვეზები.
    1
    ნაშრომი სტილისტურად გაუმართავია.
    0

    VIკრიტერიუმი
    მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი
    ქულები
    არ არის დაშვებული ერთზე მეტი შეცდომა.
    4
    არ არის დაშვებული ორზე  მეტი შეცდომა.
    3
    არ არის დაშვებული ოთხზე  მეტი შეცდომა.
    2
    არ არის დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა.
    1
    დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა.
    0

    VI Iკრიტერიუმი

    პუნქტუაცია
    ქულები
    არ არის დაშვებული სამზე  მეტი შეცდომა.
    2
    არ არის დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა.
    1
    დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა.
    0

Saturday, 20 October 2018

ტრენინგის მე-5 დღე

1. გავეცანით საავტორო უფლებებს, საიტს-"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია"
2.ვიმუშავეთ საავტორო უფლებების ტესტზე, ვნახეთ პრეზენტაცია,რომელშიც მოცემული იყო რა ითვლება საავტორო უფლებების დარღვევად და რა არა
3.ვიხემძღვანელეთ "გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი)
4.სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა
5.ვისაუბრეთ ინფორმაციის მოძიებასა და ინტერნეტში ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე,გავეცანით მის თავისებურებებს
6.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს
7.დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Friday, 19 October 2018

ტრენინგის მეოთხე

             
  •   ვისაუბრეთ შეფასების 5მიზანზე რომელთაგან 4 განმავითარებელია და 1 გამსაზღვრელი
  • შეფასების გეგმის ირგვლივ შევადგინეთ დროში გაწელილი ჩარჩო ჩამოვაყალიბეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის დასაყისის მსვლელობის და დასრულების დროს 
  • შევადგინეთ შეფასების მოკლე მონახაზი სადაც დავასაბუთეთ თითოეული მეთოდის და შესაბამისი ინსტრუმენტების მართებულობა
  • დავიწყეთ პრეზენტაციაზე  მუშაობა

Saturday, 13 October 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე საინტერესოდ წარიმართა.გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტს,მოვარგეთ საგნობრივი სტანდარტი ჩვენს პოექტს, განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზანი,ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,ვიმუშავეთ თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები დასმაზე,გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის თანამედროვე მეთოდებს. დასვით საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტის ირგვლივ
1.ზოგადი კითხვა
რა არის საჭირო ადამიანის აზროვნების შესაცვლელად?
2.თემატური კითხვა
-როდის ხდება ადამიანი ბრბოს ნაწილი?
რატომ იყო და არის ბრბოს თემა დღესაც აქტუალური?
3. შინაარსობრივი კითხვა
როგორ განმარტავს ბრბოს ფსიქოლოგიას გუსტავ ლე ბონი?
როგორ აისახა ბრბოს ფსიქოლოგიის უარყოფითი გავლენა  ადამიანზე ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში?





Sunday, 7 October 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენიგის მეორე დღეს,7ოქტომბერს,   საინტერესოდ და ნაყოფიერად ვიმუშავეთ.გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს, ბუკლეტის შაბლონებს,
გავიხსენეთ word-ში მუშაობის ელემენტები, ასევე დავათვალიერეთ შექმნილი ბუკლეტები,ინდივიდუალურად  შევქმენით ბუკლეტი პოექტისთვის შერჩეულ თემაზე.

Saturday, 6 October 2018

პირველი დღის რეფლექსია


2018 წლის 6 ოქტომბერს დავიწყეთ ტრეინინგი ინტელის ძირითადი კურსი "პროექტებით სწავლება  და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.

  • გავეცანით კურს,   განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო Tpdc.ge /essencials. 
  • განვიხილეთ პორთფოლიოს ჩეკლისტი, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, დავათვალიერეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში უკვე განხორციელებული პროექტები თავისი რესურსებით აგრეთვე ერთი სანიმუშო პროექტი , შევქმენით პროექტის პორტფოლიო საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით
  • შევქმენით ბლოგი